საქართველო ვერ შევა ევროკავშირში მანამ, სანამ მისი მთავრობა არ მიატოვებს ავტორიტარულ გზას. ამის შესახებ ნათქვამია ევროპარლამენტის ოფიციალურ გვერდზე სოციალურ პლატფორმა X-ზე.

„ევროპარლამენტი ქართველი ხალხის გვერდით დგას. პარლამენტი არ ცნობს საქართველოს ამჟამინდელ მთავრობას და აცხადებს, რომ სამართლიანი არჩევნების ჩატარებამდე, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია“, – ნათქვამია ევროპარლამენტის განცხადებაში.