
დღეს ახალქალაქში „ჯავახეთის გაზაფხულის“ მე-15 ფესტივალი გაიმართა. გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ.
ფესტივალის მთავარი პრიზი, გრან-პრი, „ცეკვის“ ნომინაციაში, Lineup Center-ის ცეკვის ანსამბლმა „არე“-მ მიიღო.
ფესტივალის მთავარი პრიზი, გრან-პრი, „სიმღერის“ ნომინაციაში, სოფელ ეხტილადან ბაბკენ ბერაკჩიანმა მიიღო.
„ცეკვის“ კატეგორიაში:
პირველი ადგილი- სოფელი ვაჩიანის ანსამბლი,
მეორე ადგილი- სოფელი ვარევანის ანსამბლი,
მესამე ადგილი- სოფლი გომანის ანსამბლი,
„სიმღერის“ კატეგორიაში:
1 ადგილი- აღუნ უნანიანი სოფელ ბეჟანოდან
მე-2 ადგილი- ნარეკ მარტიროსიანი სოფელ კულიკამიდან
მე-3 ადგილი- რაფიკ ჰაკობჯანიანი სოფელ გომანიდან.
აღსანიშნავია, რომ 2024 და 2025 წლების „სიმღერის“ ნომინაციაში გამარჯვებულები ერთი და იგივე ადამიანები არიან.
„კორხის“ საცეკვაო ანსამბლმა ჟიურის სიმპათია მოიპოვა, ხოლო „ბეჟანოს“ ანსამბლმა – მაყურებლის სიმპათიის ნომინაციებში.
გრან-პრის მფლობელი საცეკვაო ანსამბლის ყველა მონაწილე ახალქალაქის მუნიციპალიტეტისგან ეროვნულ კოსტიუმებს მიიღებს.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტისგან ყველა ქორეოგრაფმა საჩუქრები მიიღო, მამაკაცმა ქორეოგრაფებმა – დინამიკები, ხოლო ქალმა ქორეოგრაფებმა – საათები.