სამცხე – ჯავახეთში იდეათონზე რეგისტრაცია გახსნილად გამოცხადა !
18-19-ში ახალქალაქში, ხოლო 21-22-ში ნინოწმინდაში გაიმართება იდეების მარათონი აქტიური და იდეებით სავსე ადამიანებისთვის, რათა ამ ადამიანებმა ისწავლონ იდეების ბიზნესად გადაქცევა.
ასევე გექნებათ შესაძლებლობა, მიიღოთ მონაწილეობა ინოვაციების გრანტების კონკურსში.

  • იმუშავებ მენტორებთან იდეის დახვეწაზე
  •  შეეჯიბრები სხვა ინოვაციურ იდეებს
  • და თუ შენი იდეა გამორჩეული იქნება – შეძლებ კონკურსის გარეშე მოიპოვო ადგილი სამცხე-ჯავახეთის პრე-აქსელერაციის პროგრამაში სადაც
  • შეძლებ დანერგო ინოვაციები შენს ბიზნესში
  • ან ისწავლო იდეის ბიზნესად გადაქცევა და პროტოტიპირება
  • მოემზადები 25 000 ლარიანი რეგიონული ინოვაციების გრანტისთვის
  •  ვის შეუძლია მონაწილეობა ?
  • 16 + ადამიანებს სამცხე-ჯავახეთიდან (მუნიციპალიტეტების მიხედვით)
  • დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები, სტუდენტები, ადგილობრივი აქტიური მაცხოვრებლები
  • ისინი, ვისაც უკვე აქვს იდეა ან ახალი ინიციატივის წამოწყების მოტივაცია
    იდეათონები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით:
  • 12–13 ივლისი – ახალციხე
  • 14–15 ივლისი – ასპინძა
  • 16–17 ივლისი – ბორჯომი
  • 18–19 ივლისი – ახალქალაქი
  • 21–22 ივლისი – ნინოწმინდა
  • 23–24 ივლისი – ადიგენი
  • დარეგისტრირდი აქ: https://apps.mygita.ge/zs/T7EVl0

    პროგრამა ხორციელდება კომპანია ქლევერტონის მიერ, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს დაფინანსებით.