ბოლო დღეებში სომხეთში თხევადი ნავთობის გაზის (LPG) ფასები დაახლოებით 40%-ით გაიზარდა, რისი მიზეზიც, წყაროების ცნობით, სომხური მხარის ცნობით, საქართველოს მიერ შექმნილი ტრანზიტის პრობლემებია. იუწყება Bpn.ge.

რადიო „თავისუფლების“ ცნობით, სომხეთში შემავალი ეს საწვავი საქართველოს ტერიტორიის გავლით გადაიზიდება, თუმცა ქართულმა მხარემ სატრანზიტო დაბრკოლებები შექმნა, რის შედეგადაც ფასი მკვეთრად და მნიშვნელოვნად გაიზარდა.

სომხეთში გაზის იმპორტითა და რეალიზაციით დაკავებული კომპანიები აღნიშნავენ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გაურკვეველი მიზეზების გამო ასობით სატვირთო მანქანა გააჩერა.

„ჩვენი მძღოლები იქ 8-9 დღეა იმყოფებიან და ჯერ კიდევ არანაირი სიახლე არ არის და ასევე არსებობს იმედი, რომ ქართველები გადაადგილების უფლებას მოგვცემენ“, – განუცხადა რადიო თავისუფლებას ერთ-ერთი სომხური კომპანიის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, დაახლოებით 500 სატვირთო მანქანა, რომლებიც თხევადი ნავთობის გაზით არიან დატვირთული, კვლავ საქართველოს საბაჟო ტერმინალებშია.

აღსანიშნავია, რომ სომხეთში თხევადი გაზი ფართოდ გამოიყენება საწვავად ავტომობილებისთვის, განსაკუთრებით ტაქსის მძღოლების მიერ, რომლებიც ამჟამად სერიოზულ ზარალს განიცდიან. ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციის დაწყებიდან მისი დღიური ხარჯები 3,500-4,000 დრამით (დაახლოებით 9-10 აშშ დოლარი) გაიზარდა.

სომხეთში თხევადი გაზის ფასი ბოლო კვირის განმავლობაში 20-40%-ით გაიზარდა. ახლა ერთი ლიტრი საწვავი 150-160 დრამი ღირს, მაშინ როცა ერთი კვირის წინ მისი შეძენა 120 დრამად შეიძლებოდა.

გევორგ ჯანოიან