
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 16 ივლისის შუადღიდან 17 ივლისის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელვით, ზოგან ძლიერი სეტყვა და ელვის დროს ძლიერი ქარი.
მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლოა წყალდიდობა გამოიწვიოს საქართველოს მცირე მდინარეებში, ხოლო მთიან რაიონებში – მეწყერისა და ღვარცოფის დაწყება ან გაძლიერება. საშიშროების დონე საშუალოა.
18 ივლისიდან კვლავ მშრალი ამინდი იქნება:
„თბილისში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელვით. ელვის დროს შესაძლებელია ხანმოკლე ქარის ნაკადი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +33, +35 გრადუსი.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ხანმოკლე წვიმა ელვა და ძლიერი ქარი. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +20, +25 გრადუსი“, – ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.
სანაპირო რაიონებში ( აჭარა, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): ზოგან ხანმოკლე წვიმები ელვით და ძლიერი ქარით. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში: +28, +30 გრადუსი.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტი, დედოფლისწყარო): ზოგან ხანმოკლე წვიმები ელვით და ძლიერი ქარით. ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში- +34, +36 გრადუსი.