
აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს ზანგეზურის დერეფნის მართვას სთავაზობს.
როგორც თურქეთში აშშ-ის ელჩმა, ტომ ბარაკმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, ვაშინგტონმა მხარეებს მომდევნო 100 წლის ვადით 32 კმ-იან ზანგეზურის დერეფნზე კონტროლის აღება შესთავაზა.
ტომ ბარაკის თქმით, ამგვარად ორივე მხარეს შესაძლებლობა ექნება, ისარგებლოს დერეფნით.
დიპლომატის განმარტებით, მათი მიზანია, აზერბაიჯანსა და სომხეთს დიპლომატიური მოლაპარაკებების წინსვლაში ხელი შეუწყონ.