ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შრომის ბაზრის, კერძოდ კი მომსახურების სექტორის კვლევის ჩატარებას გეგმავს. კვლევის მიზანია იმის გაგება თუ რა უნარები არის მოთხოვნადი ქვეყნის მომსახურების სექტორის მიერ მათი დასაქმებულების მიმართ.

შესყიდვის აღწერის თანახმად, კვლევის საველე სამუშაოებს საქსტატი ჩაატარებს და მისი ბიუჯეტი 374,809 ლარი იქნება. ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, კვლევისთვის აუცილებელია გენერალური ერთობლიობის სანდო მონაცემთა ბაზა, რომელიც მხოლოდ საქსტატს აქვს. შესაბამისად, ამ კვლევას სწორედ საქსტატს დაუკვეთავენ. ხელშეკრულების ვადები განსაზღვრულია 2025 წლის 21 ივლისიდან 2025 წლის 21 ნოემბრამდე.

კვლევა მიზნად ისახავს მომსახურების სფეროში არსებული მოთხოვნის გამოვლენას ადამიანური კაპიტალის საჭიროებების მიმართულებით, რათა შემცირდეს შრომის ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდებას შორის არსებული შეუსაბამობა და ხელი შეეწყოს დასაქმებას. სამინისტრო მსგავს კვლევებს 2017 წლიდან ატარებს საერთაშორისო მეთოდოლოგიების შესაბამისად.

ეკონომიკის სამინისტრო აღნიშნავს, რომ საქართველოში დასაქმების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს უთანაბრობა დამსაქმებლების მოთხოვნებსა და მუშახელის უნარებს შორის. უწყება აცხადებს იმასაც, რომ ეს ქვეყანაში ბიზნესის განვითარებას და ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვასაც აფერხებს.

“მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში დაბალია მოთხოვნის კომპონენტი, უმთავრეს პრობლემას კვლავ შრომის ბაზარზე სასურველი უნარების მქონე კვალიფიციური კადრის მოძიება წარმოადგენს. აღნიშნული ნეგატიურად აისახება ბიზნესის განვითარებასა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. იმისათვის, რომ გავიგოთ, თუ რა ცოდნისა და უნარების საჭიროებაა შრომის ბაზარზე საბაზრო ეკონომიკის პირობებში, აუცილებელია გამოვლენილ იქნას კერძო სექტორის მოთხოვნები ადამიანისეული კაპიტალის საჭიროებებისა და განვითარების კუთხით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ადამიანისეული კაპიტალის საჭიროებების შესასწავლად, დღის წესრიგში დგება მომსახურების სექტორში უნარებზე საწარმოთა მოთხოვნის სიღრმისეული რაოდენობრივი კვლევის ჩატარება,”- ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს შესყიდვის აღწერაში.

საქართველოში შრომის ბაზრის ხელშეწყობის არგუმენტით მიიღო ქართული ოცნების პარლამენტმა “შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონი, რომელიც უცხოეთის მოქალაქეებს სპეციალური შრომითი ნებართვების მოპოვებას ავალდებულებს. ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გასაცემად 30-დღიანი ვადა აქვს, ამასთან შრომითი საქმიანობის უფლების გარეშე მუშაობა როგორც უცხოელის, ისე დამსაქმებლის დაჯარიმებას გამოიწვევს. საქართველოში უცხოელის დასაქმებაზე თანხმობის ან უარის სათქმელად