ახალქალაქის წმინდა ნინოს ქუჩაზე დასრულდა საცალფეხო კიბეების მშენებლობა. ამის შესახებ ახალქალაქის მერიის ოფიციალური Facebook გვერდი წერს.

ქუჩის მცხოვრებლები ქალაქის ცენტრალურ ნაწილს შემოვლითი გზით უკავშირდებოდნენ. ამ ქუჩის მაცხოვრებლებისთვის გადაადგილება განსაკუთრებით რთული იყო ზამთრის თვეებში.

წლების განმავლობაში Jnews არაერთხელ გამოეხმაურა ამ ქუჩის პრობლემებს.

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა მთლიანად შეცვალა კანალიზაციის სისტემა და დაამონტაჟა ახალი გარე განათების ქსელი.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა და 85,832 ლარი დაჯდა.
ასევე წაიკითხეთ- წმინდა ნინოს ქუჩას რეკონსტრუქცია ჩაუტარდება