ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამში ორი ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს, ერთი ქართული და ერთი სომხური. Jnews-ის ჯურნალისტი სამშენებლო ობიექტებს ესტუმრა, რათა სამუშაოების მიმდინარეობას გაცნობოდა.

სოფელ ოკამში ქართული (№1) სკოლის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. სამსართულიანი შენობის პირველი სართული უკვე აშენებულია. Jnews-ის ვიზიტის დროს მუშები ამწის დახმარებით ლითონის პანელებს ამონტაჟებდნენ.

hokam1vraca
ფოტოზე სოფელ ოკამში მდებარე #1 საჯარო სკოლის ნახევრად აშენებული შენობაა

ქართული სკოლისგან განსხვავებით, სომხური სკოლის (No2) მშენებლობა შედარებით ნელა მიმდინარეობს, რადგან აქ მხოლოდ სარდაფის სართულია აშენებული. ამჟამად სკოლის პირველ სართულზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

hokam 3 haykakam
ფოტოზე ჰოკამის მე-2 საჯარო სკოლის სარდაფია გამოსახული

ორივე სკოლის სამშენებლო სამუშაოების ხელმძღვანელის, მერაბ ლონდარიძის თქმით, სამუშაოები გეგმის მიხედვით, მაღალი ხარისხით მიმდინარეობს. ერთადერთი დაბრკოლება ცუდი ამინდის პირობებია, რაც ზოგჯერ პროცესს ანელებს.

შეგახსენებთ, რომ ორივე სკოლა სამსართულიანი იქნება, მშენებლობის ტენდერში შპს „საბა კონსტრაქშენი“ გამარჯვებული გახდა. პირველი ქართული სკოლა 90 მოსწავლეზეა გათვლილი. კონტრაქტით მშენებლობის ღირებულება 3,444,944.34 ლარია. ხოლო მეორე სომხური სკოლა 60 მოსწავლეზეა გათვლილი, მშენებლობის კონტრაქტით გათვალისწინებული ღირებულება 2,146,295.60 ლარია.

ორივე სკოლის მშენებლობა 2024 წელს დაიწყო.

გევორგ ჯანოიან