საქართველო მეზობელ ქვეყნებს შორის სასმელი წყლის უსაფრთხოებისა და სისუფთავის მხრივ მესამე ადგილზეა. ყოველწლიური გარემოსდაცვითი ეფექტურობის ინდექსის (EPI) რეიტინგის მიხედვით, სომხეთსა და რუსეთში წყალი ჩვენსაზე უფრო სუფთაა. EPI, როგორც წესი, ყოველწლიურად ზომავს სასმელი წყლის ხარისხს. 100 ქულა შეესაბამება სასმელი წყლის უმაღლეს სტანდარტს, ხოლო 0 ქულა – სასმელი წყლის ყველაზე დაბალ ხარისხს.
სუფთა და უსაფრთხო სასმელ წყალზე წვდომა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ზოგიერთ ქვეყანას გაუმართლა, რომ სუფთა წყლის უხვი ბუნებრივი წყაროები აქვს, ზოგი კი დიდ ინვესტიციებს დებს წყლის გამწმენდ სისტემებში.
მდგრადი განვითარების ინდექსი გლობალური მდგრადი განვითარების მდგომარეობის მონაცემებზე დაფუძნებული შეჯამებაა. EPI 180 ქვეყანას აფასებს კლიმატის ცვლილების შერბილების, გარემო პირობების გაუმჯობესებისა და ეკოსისტემის ჯანმრთელობის შენარჩუნების მიმართულებით მათი პროგრესის მიხედვით.
EPI-ის გუნდმა გამოაქვეყნა განახლებული შედეგები, რომლებიც აჩვენებს ყველაზე სუფთა და ყველაზე დაბინძურებული სასმელი წყლის მქონე ქვეყნებს.
EPI-ის მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე სუფთა სასმელი წყალი შემდეგ 10 ქვეყანას აქვს:
ფინეთი- 100 ქულა
ისლანდია- 100 ქულა
ნიდერლანდები- 100 ქულა
ნორვეგია- 100 ქულა
შვეიცარია- 100 ქულა
დიდი ბრიტანეთი- 100 ქულა
მალტა- 99.80 ქულა
გერმანია- 99.10 ქულა
ლუქსემბურგი- 98.70 ქულა
შვედეთი- 98.60 ქულა
10 ქვეყანა, რომელსაც ყველაზე დაბალი ხარისხის სასმელი წყალი აქვს:
ნიგერი- 1.50 ქულა
ნიგერია- 5.00 ქულა
ტოგო- 5.20 ქულა
ბურუნდი- 5.40 ქულა
მადაგასკარი- 6.00 ქულა
ერიტრეა- 6.40 ქულა
გვინეა-ბისაუ- 6.80 ქულა
ლესოტო (სამხრეთ აფრიკა)- 7.30 ქულა
კამერუნი- 7.80 ქულა
ბურკინა-ფასო- 7.80 ქულა.
რაც შეეხება საქართველოს და მეზობელ ქვეყნებს, EPI ინდექსის მიხედვით, ჩვენ მსოფლიოს 180 ქვეყნიდან 52-ე ადგილზე ვართ.
სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობის მხრივ, რუსეთი უფრო ხელსაყრელ მდგომარეობაშია, 46-ე ადგილზეა, ხოლო სომხეთი 47-ე ადგილზეა.
სასმელი წყლის ხარისხის მხრივ, თურქეთი 180 ქვეყნიდან 72-ე ადგილზეა, ხოლო აზერბაიჯანი 106-ე ადგილზეა.