დღეს, 13 ივლისს, თბილისის სომხური სურბ გევორგის საკათედრო ტაძრის ეზო გემოების, არომატებისა და ტრადიციების ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. გაიმართა ერთ-ერთი ყველაზე მოსალოდნელი ღონისძიება – ტოლმის ფესტივალი, რომელიც ერთდროულად იყო კერძების გამოფენა და, რა თქმა უნდა, კულტურული წარმოდგენა, რომელიც ყოველთვის იპყრობს სტუმრების ყურადღებას.

სურბ გევორგის ეკლესიის ეზო ხალხით იყო სავსე- საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, ხალხი მოვიდა ტოლმის ფესტივალზე, რათა ენახათ, დაეგემოვნებინათ და მონაწილეობა მიეღოთ ამ ღონისძიებაში, რომელიც ბოლო წლებში თბილისის სომხური სათვისტომოს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კულტურულ მოვლენად იქცა.

ივლისის ცხელმა დღემ ხელი არ შეუშალა ხალხს შეკრებილიყვნენ.

tolma 8

tolma 1

tolma 2

სუფრები სომეხთა ეპარქიის წინამძღვარმა, უწმინდესმა ეპისკოპოსმა კირაკოს დავთიანმა აკურთხა და მადლიერება გამოხატა ყველას მიმართ, ვინც წვლილი შეიტანა ფესტივალის ჩატარებაში.

„ჩვენ, როგორც სომხეთის ფარგლებს გარეთ მცხოვრებმა სომხებმა, ყოველთვის უნდა ვეცადოთ, შევინარჩუნოთ და დავიცვათ ჩვენი ტრადიციები ასეთი ლამაზი ცერემონიებითა და ინიციატივებით,“ — განაცხადა თავის სიტყვაში უწმინდესმა წინამძღვარმა.

tolmaaa

სუფრების გარშემო შეკრებილიყვნენ ქალბატონები ეროვნული ორნამენტებით გაფორმებული წინსაფრებით, რომლებიც ღიმილითა და სტუმართმოყვარეობით ეპატიჟებოდნენ დამსწრეებს, დაეგემოვნებინათ მათ მიერ მომზადებული ტოლმა. კერძების მრავალფეროვნება მაშინვე იქცევდა ხალხის ყურადღებას. წარმოდგენილი იყო როგორც ტრადიციული ტოლმა – ყურძნისა და კომბოსტოს ფოთლებით, ასევე შერეული ბოსტნეულით, თევზით, „პასუც“ ტოლმა და სხვა.

tolma 7

tolma 4

სადღესასწაულო სუფრებზე წარმოდგენილი იყო როგორც ოჯახებში თაობიდან თაობაზე გადაცემული რეცეპტები, ასევე თანამედროვე მზარეულების მიერ შექმნილი ვარიაციები, რითაც შეიქმნა სომხური სამზარეულოს არომატებითა და გემოებით სავსე ეს მდიდრული სურათი. წარმოდგენილ კერძებს შორის გამორჩეული იყო სომხეთიდან ჩამოსული შეფ-მზარეულის, დავით ბაბაიანის მიერ მომზადებული მრავალფეროვანი ტოლმებით სავსე მაგიდა, რამაც დამსწრეები გულგრილი არ დატოვა.

tolma 9

ფესტივალი მხოლოდ გემრიელი კერძებით არ შემოიფარგლებოდა. ხალხი შეიკრიბა არა მხოლოდ ტოლმის დასაგემოვნებლად, არამედ გასართობადაც. ღონისძიებას თან ახლდა მუსიკა, სიმღერა და ცეკვა, რაც სადღესასწაულო განწყობას ქმნიდა.

tolma 6

tolma 3

tolma 3

სომხური სიმღერა და ცეკვა კიდევ უფრო ათბობდა ატმოსფეროს. თბილისის ტოლმის ფესტივალი გახდა არა მხოლოდ კერძების, არამედ ერთად გულიანად და დაუვიწყარად გართობის დღე.