
გუშინ, 12 ივლისს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ განძაში დიდი სომეხი პოეტის, ვაჰან ტერიანის აღდგენილი სახლ-მუზეუმის საზეიმო გახსნა და ტრადიციული „ტერიანის დღის“ აღნიშვნა გაიმართა.
სახლ-მუზეუმი აღდგენილია ფონდ „ჯავახკის მხარდაჭერის“ მიერ, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტისა და ქველმოქმედთა მხარდაჭერით.
სოფელი განძა ლირიკოსი პოეტის, ვაჰან ტერიანის მშობლიური სოფელია. „ტერიანის დღე“ აქ ტრადიციულად უამრავ ადამიანს იზიდავს, მაგრამ წელს ზეიმი განსაკუთრებით ხალხმრავალი იყო.
გახსნის ცერემონიას ესწრებოდნენ:
ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ ჯავახეთის მაცხოვრებლები, ვისთვისაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და სასიხარულო იყო ვაჰან ტერიანის სახლ-მუზეუმის განახლებული და კეთილმოწყობილი იერსახის ნახვა. ზეიმზე იმყოფებოდნენ ქველმოქმედებიც, რომლებმაც სახსრები გამოყვეს სახლ-მუზეუმის რესტავრაციისთვის.
სტუმრებს მიესალმა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ მოსოიანი. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო რეკონსტრუქციაში.
„მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებისა და პირადად ჩემი სახელით მადლობას ვუხდი ყველას, ვინც წვლილი შეიტანა სახლ-მუზეუმის აღდგენაში. თქვენი წყალობით, დღეს ჩვენ გვაქვს ეს შედეგი. ეს არის ისტორიული მოვლენა სამცხე-ჯავახეთისთვის, ნამდვილი დღესასწაული“, — განაცხადა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა, ანივარდ მოსოიანმა.
სიტყვით გამოსვლისას, სტუმრებმა ხაზი გაუსვეს ვაჰან ტერიანის კულტურული მემკვიდრეობის და სომეხი და ქართველი ხალხების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობის მნიშვნელობას.
„დღეს სასიხარულო დღეა. განძაში ტერიანის სული ტრიალებს. ორი ქვეყნის მინისტრების დასწრება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ამ ღონისძიების მნიშვნელობას და ორივე მხარის განსაკუთრებულ დამოკიდებულებას მის მიმართ. ამ ღონისძიების ხალხმრავლობა ტერიანის მემკვიდრეობის მნიშვნელობაზე მეტყველებს. ჩვენი მოვალეობაა მისი შენარჩუნება და მომავალ თაობებისთვის გადაცემა“, — აღნიშნა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩმა აშოტ სმბატიანმა.
საქართველოს კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ აღნიშნა:
„ყველას მივესალმები საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი კუთხიდან, სამცხე-ჯავახეთიდან. დღევანდელი ერთობა გვიჩვენებს, რომ სომხეთისა და საქართველოს ხალხებს შეუძლიათ ერთად შექმნან და განავითარონ რეგიონი.“
სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, ჟანა ანდრეასიანმა კი სიხარული გამოთქვა ღონისძიებაში მონაწილეობის გამო:
„სახლ-მუზეუმში შექმნილია შესანიშნავი პირობები. შესაძლებელია ვაჰან ტერიანის გამოსახულებასთან გადაღება, მისი ცხოვრებისა და შემოქმედების გაცნობა. ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ტურისტებისა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. მოხარული ვარ, რომ ამ ღონისძიების ნაწილი ვარ.“
ლენტის გაჭრის ცერემონია ორი ქვეყნის მინისტრებმა ჩაატარეს.
ცერემონიის შემდეგ, სტუმრებმა განახლებული მუზეუმი დაათვალიერეს. გამოფენის კოორდინატორმა, არგამ ერანოსიანმა, მათ ექსპონატები და ჩატარებული სარესტავრაციო სამუშაოები გააცნო. ბევრი ექსპონატი აღდგენილი ან შენარჩუნებულია.
მუზეუმის ეზოში სტუმრებისთვის ფურშეტი მოეწყო, ასევე გაიმართა მცირე კონცერტი სომხეთის სახელმწიფო კამერული გუნდის მონაწილეობით.
მთავარი საკონცერტო პროგრამა სოფლის გარეთ, ღია მინდორზე განთავსებულ სცენაზე გაგრძელდა. იქ ცნობილი სომეხი შემსრულებლები გამოვიდნენ: მავრ მკრტჩიანი, ვარდან ბადალიანი, გურგენ დაბაღიანი, გორ სუჯიანი, არსენ გრიგორიანი, ნარეკ მარგარიანი, ასევე კონკურს-ფესტივალ „ჯავახეთის ხმის“ გამარჯვებულები: ამალია ბაბაიანი, არსენ აღჯოიანი, არმენ ტაშჩიანი და არეგნაზ მკრტჩიანი.
საზეიმო ღონისძიების წამყვანები იყვნენ არსენ ღაზარიანი და სირუშო ანტონიანი.
კონცერტის დროს, ფონდ „ჯავახეთის მხარდაჭერის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, სამველ მკოიანმა მადლობა გადაუხადა ყველა ქველმოქმედს და სიმბოლური საჩუქრები გადასცა მათ.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმის საგამოფენო დარბაზი 2021 წელს აღდგა, ხოლო წელს ვაჰან ტერიანის მამის სახლი აღდგა.
შუშან შირინიან