
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ჭადრაკის სკოლაში მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით ტრადიციული ორდღიანი ჭადრაკის ტურნირი გაიმართა. ტურნირში სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 50-მდე მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ტურნირის შედეგების მიხედვით, საპრიზო ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა:
პირველი ადგილი- იური ნაჰაპეტიანი,
მეორე ადგილი- ვალიკ ნაჰაპეტიანი,
მესამე ადგილი- ვარდან მანუკიანი.
გამარჯვებულებს მედლები, სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ, რომლებიც ახალქალაქის მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა და განათლების, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსმა ოლგა მელიქიძემ გადასცეს. სპორტული ცხოვრების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის ჯილდო ასევე გადაეცა ჭადრაკის სკოლის დირექტორს, ვაჰან სოღოიანს.
ახალქალაქში ყოველწლიურად იმართება ქალაქის ჭადრაკის ჩემპიონატი, რაც ხელს უწყობს ჭადრაკის გავრცელებას და ახალგაზრდა თაობის სპორტულ ცხოვრებაში ჩართვას.
გევორგ ჯანოიან