ახალქალაქი-კარწახის სახელმწიფოთაშორისი გზის სულდა-ვაჩიანის მონაკვეთზე სარემონტო სამუშაოები 9 ივლისს, დილით ადრე დაიწყო.

გზის სამუშაოები მიზნად ისახავს მოძრაობის გაუმჯობესებას და რეგიონის მოსახლეობისთვის უსაფრთხო და კომფორტული გზის პირობების შექმნას.

აღსანიშნავია, რომ კარწახ-ახალქალაქის გზის კმ 8+800-დან კმ 16+000-მდე მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს კომპანია „არალი“, ხელშეკრულება 2025 წლის 16 მაისს გაფორმდა. ეს კომპანია პროექტს 7,278,560.00 ლარის ღირებულების ახორციელებს.

კომპანია „არალი“ მშენებლობის დასრულებას სექტემბრის ბოლომდე გეგმავს.

გევორგ ჯანოიან