
2025 წლის ივნისში, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდული ბინების რაოდენობამ 3,236 შეადგინა. ამის შესახებ TBC Capital-ის კვლევაშია ნათქვამი.
TBC Capital-ის მონაცემებით, გაყიდვების წლიური ზრდა 11%-ით დაფიქსირდა, რაც ძირითადად ბაზრის დაბალი გავლენით არის განპირობებული.
იმავე პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი კვადრატულ მეტრზე 1,269 აშშ დოლარი იყო, რაც წინა წელთან შედარებით 8%-ით მეტია.
ბაზრის ზომის მიხედვით მთლიანი ღირებულება 264 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 19%-ით მეტია. გაქირავების ფასები წინა წელთან შედარებით 11%-ით შემცირდა და 10.4 აშშ დოლარს მიაღწია.