
„ლელო“ აცხადებს, რომ მისი პარტიის წარმომადგენლები დააკავეს.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულები არიან ოთო ფარულავა, ბექა ბერიძიშვილი და ლევან ჯორბენაძე.
პარტიის ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული, ოთო ფარულავა, წერილობითი განცხადების საფუძველზე გაათავისუფლეს.
ეს ინფორმაცია ირაკლი კუპრაძემაც გაავრცელა. როგორც მან სოციალურ ქსელებში დაწერა, „ლელოს“ წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილას ერთდროულად დააკავეს.