
2025 წლის ივნისის მდგომარეობით საქართველოს საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 103 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და 4.7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. სებ-ის სტატისტიკის თანახმად, რეზერვების ეს მოცულობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 107 მილიონი დოლარით მეტია.
სავალუტო რეზერვების მატება სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას უკავშირდება. გასული თვის დეტალური სტატისტიკა ჯერ ცნობილი არაა და ის 25 ივლისს გამოქვეყნდება, ხოლო 2025 წლის იანვარ-მაისში წმინდა შესყიდვებმა 613 მილიონი დოლარი შეადგინა, მათ შორის ყველაზე მსხვილი – 245-მილიონიანი შესყიდვები მაისში განხორციელდა.
2025 წლის ივნისის მდგომარეობით ოქროს წილი მთლიან საერთაშორისო სავალუტო რეზერვებში 16% (754 მლნ აშშ დოლარი) შეადგენს. ოქროს ფასის ცვლილების შედეგად, მონეტარული ოქროს ღირებულება, მისი შეძენის მომენტიდან, 250 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.