9-11 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში ხანმოკლე წვიმა და ელვა მოსალოდნელი, ზოგიერთ რეგიონში კი შესაძლებელია სეტყვა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, იმერეთის, სამეგრელოსა და შიდა ქართლის რეგიონებში აღმოსავლეთის მიმართულებით დროდადრო ძლიერი ქარი იქნება.
რაც შეეხება თბილისს, მათი მონაცემებით, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +32, +36 გრადუსი იქნება.

„სანაპირო რაიონებში ( აჭარა, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) ძირითადად მშრალი ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერის ტემპერატურა +32, +35 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს ვაკე რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) ძირითადად მშრალი ამინდია მოსალოდნელი, დროდადრო აღმოსავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი დაუბერავს, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ჭექა-ქუხილი, დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა +27, +29 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) მოსალოდნელია მსუბუქი ხანმოკლე წვიმა ჭექა-ქუხილით, გორსა და ცხინვალში აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი დაუბერავს. შიდა ქართლში ჰაერის ტემპერატურა +34, +36 გრადუსი იქნება, ხოლო ქვემო ქართლში – +37, +39 გრადუსი.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტი, დედოფლისწყარო) შესაძლებელია მცირე წვიმა და ელვა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32, +34 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელვა. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +32, +34 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, ჰაერის ტემპერატურა +21, +23 გრადუსი იქნება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.