
2025 წლის 1 ივნისის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულია 1,038 კომპანია, რომლებიც აზარტული თამაშებით არიან დაკავებულნი. ასეთი მონაცემები BusinessPressNews-ს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა მიაწოდა.
აღსანიშნავია, რომ რეგისტრირებული ეკონომიკური სუბიექტებიდან საანგარიშო პერიოდში აქტიური სტატუსი მხოლოდ 137 კომპანიას ჰქონდა.
გარდა ამისა, მოქმედი სათამაშო კომპანიების რაოდენობა წინა წელთან შედარებით ერთით და 2023 წელთან შედარებით ოთხით შემცირდა.
კერძოდ, 2020–2025 წლებში რეგისტრირებული და მოქმედი სათამაშო კომპანიების რაოდენობა შემდეგი იყო:
2020- 984 რეგისტრირებული კომპანია (126 აქტიური),
2021- 1014 რეგისტრირებული კომპანია (116 აქტიური),
2022- 1035 რეგისტრირებული კომპანია (126 აქტიური),
2023- 1045 რეგისტრირებული კომპანია (141 აქტიური),
2024- 1042 რეგისტრირებული კომპანია (138 აქტიური),
2025 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, რეგისტრირებული იყო 1038 კომპანია (137 აქტიური).