
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა საგრანტო კონკურსის დაწყების შესახებ მათთვის, ვისაც სურს დაიწყოს ან განავითაროს ბიზნესი მაღალმთიან რეგიონებში, რომელთა შორის არის ახალქალაქი და ნინოწმინდა.
განაცხადების წარდგენა შესაძლებელია 8 ივლისს, 12:00 საათიდან. კონკურსს არ აქვს საბოლოო ვადა. განაცხადები მიიღება პროგრამის 5 მილიონი ლარის ბიუჯეტის ამოწურვამდე, რაც ხშირად ერთ საათზე ნაკლებ დროში ხდება.
მათ, ვისაც სურს ბიზნესის წამოწყება მაღალმთიან რეგიონებში, შეუძლიათ მიმართონ სახელმწიფო თანადაფინანსებას. სოფლის განვითარების სააგენტომ გამოაცხადა პროგრამის, „მეწარმეობის ხელშეწყობა მაღალმთიან დასახლებებში“, დაწყების შესახებ.
სააგენტოს ვებგვერდზე განთავსებული პროგრამის ანონსში ნათქვამია, რომ პროგრამის მიზანია კერძო სექტორის განვითარების ხელშეწყობა და მაღალმთიან დასახლებებში ახალი სამუშაო ადგილების შექმნა თანადაფინანსებით, ასევე ახალგაზრდა მეწარმეების სტიმულირება და ეკონომიკური აქტივობის ზრდა.
პროგრამის მიზანია, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არასასოფლო-სამეურნეო მიმართულებების მდგრადი განვითარება და მაღალმთიანი დასახლებების ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიკაცია.
განაცხადების მიღება სახელმწიფო დაფინანსებისთვის მაღალმთიან რეგიონებში პროექტების განსახორციელებლად 8 ივლისს, 12:00 საათზე დაიწყება. განაცხადები მიიღება ვებგვერდის მეშვეობით პროგრამის 5 მილიონი ლარის ბიუჯეტის ამოწურვამდე.
სახელმწიფო თანადაფინანსების ოდენობა ერთ ბენეფიციარზე შეადგენს 30,000-დან 100,000 ლარამდე, მაგრამ არაუმეტეს წარმოდგენილი პროექტის ღირებულების 50%-ისა. თუ ბენეფიციარი არის ახალგაზრდა მეწარმე (18-დან 35 წლამდე მამაკაცი, 18-დან 40 წლამდე ქალი) ან სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი, თანადაფინანსების ოდენობა იგივე იქნება, მაგრამ სახელმწიფო თანადაფინანსების წილი შეიძლება შეადგენდეს პროექტის ღირებულების 60%-მდე.
განაცხადის შეტანის მომენტისთვის პროექტის საერთო ღირებულება არ უნდა აღემატებოდეს 500,000 ლარს. განაცხადები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე.
პროგრამა მოიცავს სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას (პირველადი წარმოების გარდა), პროდუქციის შენახვასა და გადამუშავებას, ღვინის ქარხნებს, მცირე საოჯახო სასტუმროებს, საზოგადოებრივი კვების ობიექტებს და სხვა ბიზნეს იდეებს, პროგრამით დადგენილი წესით.
თუ დაინტერესებული ხართ ამ პროგრამაში მონაწილეობით, დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ შემდეგ ბმულს.