
“ამერიკის პარტია” – ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას აყალიბებს. მასკმა ახალი პარტიის დაარსება სოციალურ პლატფორმა X-ზე დააანონსა.
ბიზნესმენმა ინფორმაცია მას შემდეგ გაასაჯაროვა, რაც X-ზე ჩატარებული გამოკითხვის შედეგებმა აჩვენა, რომ ხმის მიმცემთა 65% ახალი პოლიტიკური პარტიის ჩამოყალიბებას უჭერდა მხარს.
“გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და ის გექნებათ! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ და არა დემოკრატიაში. დღეს “ამერიკის პარტია” შეიქმნა იმისათვის, რომ დაგიბრუნოთ თქვენი თავისუფლება”, – წერს ის.