
6-დან 8 ივლისამდე აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში, მათ შორის ახალქალაქსა და ნინოწმინდაში, მოსალოდნელია ცვალებადი ღრუბლიანობა, შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, ელვა და სეტყვა. ეს ინფორმაცია გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გამოაქვეყნა.
ამინდის დეტალური პროგნოზი:
6 ივლისი – კვირა
აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად მატულობს ღრუბლიანობა. ადგილ-ადგილ ხანმოკლე წვიმა და ელვა, შესაძლებელია სეტყვაც. დასავლეთის ქარი-10-15 მ/წმ, ადგილ-ადგილ ძლიერი- 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დაბლობში- ღამით +13, +18°, დღისით +23, +28°; მთაში- ღამით +10, +15°, დღისით +21, +26°; მაღალმთიანეთში: ღამით +5, +10°, დღისით +17, +22°.
7 ივლისი – ორშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად მატულობს ღრუბლიანობა. ხანმოკლე წვიმა და ელჭექი ადგილ-ადგილ, შესაძლებელია სეტყვა. ცვალებადი ქარის მიმართულება: 10-15 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა-დაბლობში ღამით +12, +17°, დღისით +26, +31°; მთაში ღამით +8, +13°, დღისით +24, +29°; მაღალმთიანეთში ღამით +4, +9°, დღისით +15, +20°, ადგილ-ადგილ +25°-მდე.
8 ივლისი – სამშაბათი
აღმოსავლეთ საქართველოში პერიოდულად მატულობს ღრუბლიანობა. ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა და ელვა, ნისლი და სეტყვა. აღმოსავლეთის ქარი- 10-15 მ/წმ, ზოგან ძლიერი- დღისით 17-22 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა- ღამით დაბლობში +14, +19°, დღისით +26, +31°; ღამით მთაში +10, +15°, დღისით +24, +29°; ღამით მაღალმთიანეთში +6, +11°, დღისით +15, +20°, ზოგან +25°-მდე.