
ივნისის დასაწყისში ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელების მონიშვნის სამუშაოები ჩატარდა. საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და ფეხით მოსიარულეთა გადასასვლელის უფრო მკაფიოდ და ორგანიზებულად უზრუნველყოფის მიზნით, მონიშვნები ქალაქის ცენტრალურ ნაწილებში გაკეთდა.
თუმცა, ქალაქის ყველა ქუჩას არ აქვს მონიშვნა, მაშინ როცა ახალქალაქის ბევრ ქუჩას ჯერ კიდევ არ აქვს განახლებული საფეხმავლო გადასასვლელები. ეს გარკვეულ უხერხულობას იწვევს, განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
Jnews-მა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსისიანს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, იგეგმება თუ არა სხვა ქუჩების მონიშვნაც.
„ამჟამად ამ საკითხთან დაკავშირებით გეგმა არ გვაქვს. ამ დროისთვის კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი. შესაძლოა, მომავალში განვახორციელოთ, მაგრამ ამ ეტაპზე არ არსებობს მკაფიო გადაწყვეტილება ან პასუხი“, – აღნიშნა არა მოვსისიანმა.