საქართველოში ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის პირველი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ახალი საავადმყოფო 22 პაციენტზეა გათვლილი. საწოლების რაოდენობის გაზრდა უახლოეს მომავალში იგეგმება.

„ნარკოტიკებზე დამოკიდებულების მქონე პირთა მკურნალობის პროცესის ეფექტურად განხორციელების მიზნით, შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ გაიხსნა ნარკოდამოკიდებულთა იძულებითი მკურნალობის პირველი სამედიცინო განყოფილება.“

ახალი განყოფილება დაათვალიერეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ლტოლვილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუთხუზინმა.

ახალი სტაციონარული განყოფილება 22 პაციენტზეა გათვლილი. უახლოეს მომავალში საწოლების რაოდენობის პერიოდულად გაზრდა იგეგმება. დაწესებულება მაღალკვალიფიციური პერსონალით არის დაკომპლექტებული.

მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომელშიც შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა განხორციელდება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე სრულად ორიენტირებულად“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.