გარემოს დაცვისა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წლის 1 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 475 ფაქტი გამოავლინეს.

“ყველაზე მეტი, 215 სამართალდარღვევა გამოვლინდა თბილისში, 99 – ქუთაისში, 91 – ბათუმში, 70 კი – რუსთავში.

475 სამართალდარღვევიდან 415 ფიზიკური პირის მიერაა ჩადენილი, 60 შემთხვევაში კი, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

აღსანიშნავია, რომ 270 სამართალდარღვევა მსუბუქი ავტომობილების, 185 – მიკროავტობუსის, 19 სატვირთო ავტომობილის, 1 კი ავტობუსის მძღოლების/მფლობელების მიერააა ჩადენილი” – წერია სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ცნობითვე, მიმდინარე წლის 6 თვეში, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობის 2415 ფაქტი გამოავლინეს.