ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 22 ივლისს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდით დასრულდება.

ამასთან, მასწავლებლის გამოცდებზე დარეგისტრირებულები საგამოცდო პროცესში 8 ივლისიდან ჩაერთვებიან. 10 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსი. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 21 და 22 ივლისს ჩააბარებენ.

გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2025 წლის გამოცდებისათვის 80 ათასამდე პირია დარეგისტრირებული.

ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული აპლიკანტების 93%-ზე მეტი დღეს გამოცდაზე გამოცხადდა. ამჟამინდელი მონაცემებით, ერთი აპლიკანტი დააგვიანა.

„გამოცდის თარიღის, გამოცდის დროისა და საგამოცდო ცენტრის მისამართის შესახებ დეტალური ინფორმაცია მითითებულია საგამოცდო ბარათზე. კანდიდატებს ბარათების დაბეჭდვა რეგისტრაციის გვერდიდან 20 ივნისის შემდეგ შეეძლოთ. 2025 წელს, წინა წლების მსგავსად, საგამოცდო ცენტრები გაიხსნა თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში,რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში. შეგახსენებთ, რომ 2025 წლის გამოცდებზე დაახლოებით 80 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა“, – ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში.