
საქსტატის მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობა 3.9 მილიონია. ეს აღწერის წინა შედეგებთან შედარებით, რომელიც 2014 წელს ჩატარდა 5%-ით, ანუ 200 ათასით მეტია.
საქსტატმა მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩაატარა. აღწერის მიზანს ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების რაოდენობის დადგენა წარმოადგენდა და ის უშუალოდ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთა რაოდენობის დადგენას არ ისახავს მიზნად, რადგანაც აღწერის დროს აღირიცხებიან ის პირებიც, რომლებიც საქართველოს მოქალაქეობას არ ფლობენ თუმცა ქვეყანაში ცხოვრობენ და უცხოელ ემიგრანტებს წარმოადგენენ.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერის შედეგების მიხედვით ბოლო 10 წელიწადში საქართველოს რეგიონების უმეტესობაში მოსახლეობა მცირდება, ზრდა კი ძირითადად თბილისსა და ბათუმშია. რეგიონებს შორის 10-წლიან პერიოდში ყველაზე მეტად – 28 ათასით იმერეთის მოსახლეობა არის შემცირებული, სამეგრელო ზემო-სავნეთის მოსახლეობამ 22 ათასით იკლო, კახეთის მოსახლეობა კი 17 ათასით არის შემცირებული.
რაც შეეხება თბილისს, აქ მატება 221 ათასს შეადგენს, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში კი მოსახლეობის ზრდა 67 ათასია.