
საქართველოს სკოლებში პირველკლასელთა რეგისტრაცია ამჟამად გრძელდება. Jnews შეეცადა გაერკვია, თუ რამდენი პირველკლასელია რეგისტრირებული ახალქალაქის სკოლებში.
ჩვენ გადავამოწმეთ ქალაქ ახალქალაქის სკოლებში რეგისტრირებულთა რაოდენობა სკოლების საერთო ბაზაში და მივიღეთ შემდეგი მონაცემები:
ახალქალაქში საუბრობენ, რომ ქალაქის მე-5 სკოლაში არ არიან პირველკლასელები, ხოლო ახალქალაქის სხვა სკოლებში პირველკლასელებისთვის თავისუფალი ადგილები აღარ არის. საერთო ბაზაში არსებული ინფორმაციის თანახმად, ახალქალაქის N5 საჯარო სკოლაში პირველკლასელებისთვის გათვალისწინებულია 15 ადგილი, საიდანაც 4 თავისუფალია.
შეგახსენებთ, რომ პირველკლასელთა რეგისტრაციის IV ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც 30 ივნისს დაიწყო და 15 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება. ამ ეტაპზე რეგისტრაცია განხორციელდება დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ან იმ მოსწავლეებისთვის, ვინც ვერ შეძლეს რეგისტრაცია I, II და III ეტაპებზე, ან ვისაც სურს რეგისტრაციის შეცვლა.
ფენია თოროსიან