
ახალქალაქში ახალი სასაფლაოს მშენებლობა დაიწყო. ის ყოფილი აეროპორტის ადგილას შენდება და წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს.
გასული წლის 22 ოქტომბერს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ახალი სასაფლაოს მშენებლობაზე ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. პროექტი ორწლიანია და 2025 წელს დასრულდება.
ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოების შესრულების გრაფიკი ხელშეკრულების ხელმოწერიდან 70 დღეა, კერძოდ:
2024- ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 კალენდარული დღე, ამინდის პირობების გაუარესებამდე,
2025- ამინდის პირობების გაუმჯობესებიდან 40 კალენდარული დღე.
ახალქალაქში ახალ სასაფლაოს შპს „გზების მშენებლობის დეპარტამენტი“ ააშენებს.
ხელშეკრულების საერთო ღირებულება 274 000 ლარს შეადგენს, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის ჩათვლით.
Jnews-მა ტელეფონით ისაუბრა კომპანიის დირექტორ ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან, რომელმაც დაადასტურა, რომ მათმა კომპანიამ ტენდერში გაიმარჯვა. შემდეგ Jnews-მა ესაუბრა ხაჩიკ მოსოიანს, რომელიც პასუხისმგებელია მიმდინარე სამუშაოებზე.
„ახალი საავადმყოფოს უკან სამუშაოებს ვასრულებთ. ახლა სვეტებს ვამაგრებთ, შემდეგ კი ტერიტორიას რკინის ბადით შემოვღობავთ. მშენებლობას დაახლოებით ორ თვეში დავასრულებთ“, – განაცხადა ხაჩიკ მოსოიანმა, ვინც სამუშაოების პასუხისმგებელი პირია.
Jnews-მა ასევე დაუკავშირდა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსს, არა მოვსისიანს.
„ამჟამად მშენებლობა მიმდინარეობს. ახალი სასაფლაოსთვის დაახლოებით 4 ჰექტარია გათვალისწინებული. მშენებლობის დასრულების შემდეგ ის ექსპლუატაციაში შევა“.
გევორგ ჯანოიან