
საქართველოში ავტომობილების იმპორტი 2.6%-ით შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მაისში ქვეყანაში შემოვიდა 76 017 მსუბუქი ავტომობილი (ჯამური ღირებულება 1.290 მილიარდი დოლარის). ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იმავე პერიოდში იმპორტირებული იყო 78 063 ავტომობილი, რომლის ჯამური ღირებულებაც 1.178 მილიარდ დოლარს შეადგენდა.
მონაცემები აჩვენებს, რომ საქართველოსი ერთი ავტომობილის იმპორტი 13%-ით გაუძვირდა. კერძოდ, შარშან ერთი ავტომობილის საშუალო საიმპორტო ფასი გადასახადების გარეშე 15 088 დოლარი ჯდებოდა, წელს კი ღირებულება 17 085 დოლარამდეა გაზრდილი. (შენიშვნა: ფასები ბრენდისა და გამოშვების წლის მიხედვით შესაძლოა, ბევრი მეტი ან ნაკლები იყოს).
მიუხედავად 5 თვის ჭრილში წლიური საიმპორტო ფასის მატებისა, 2025 წლის თვეების მიხედვით ანალიზი აჩვენებს, რომ მიმდინარე წლის მაისში, წინა თვეებთან შედარებით, ავტომობილების იმპორტო გაიაფდა ან შედარებით იაფი ავტომობილების იმპორტი განხორციელდა.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-მაისში საშუალო საიმპორტო ფასი ასეთი იყო:
ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარ-მაისი ავტომობილების საშუალო საიმპორტო ფასი ასე განისაზღვრებოდა:
აღსანიშნავია ისიც, რომ 2025 წლის იანვარ-მაისში ყველაზე მეტი რაოდენობის ავტომობილები აშშ-დან შემოვიდა. უფრო კონკრეტულად, ამერიკიდან იმპორტირებულია 59 629 მსუბუქი ავტომობილი, რომლის ჯამურმა ღირებულებამაც 730 037 დოლარი შეადგინა.
იმ ქვეყნების ხუთეული, საიდანაც 2025 წლის პირველ ხუთ თვეში ყველაზე მეტი რაოდენობის ავტომობილი შემოვიდა, ასე გამოყურება: