დღეს, 28 ივნისს, მშობლიურ სოფელ კარწახში- აშუღ ჯივანის დღე აღნიშნეს.

ზეიმი ცნობილი აშუღას ძეგლის ყვავილების დადებით დაიწყო. ყვავილები დეპუტატმა სამველ მანუკიანმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნაირი ირიციანმა, ახალქალაქის მერმა მელკონ მაკარიანმა, ახალქალაქის პოლიციის უფროსმა შალვა ლომსაძემ შეამკეს. ესწრებოდნენ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის წარმომადგენლებიც – მარინა გაჩეჩილაძე და გოჩა ფერიძე.

Jnews vertikalno - 1

ყვავილების დადების შემდეგ სტუმრებმა კარწახში ჯივანის მუზეუმი მოინახულეს- სახლის ძველი ნაწილი დაათვალიერეს, ჭიდან წყალი დააგემოვნეს, ძველ ოდაში სურათები გადაიღეს, თონე დაათვალიერეს და გიდების ისტორიები მოისმინეს, რომელთა როლსაც მუზეუმის მოხალისეები ასრულებდნენ.

Jnews - 1

Jnews - 1

სტუმრებმა ასევე გაეცნენ აშუღის შესახებ წიგნს და მუზეუმის სტუმრებისთვის მომზადებულ სხვა სუვენირებს. შემდეგ ისინი ავიდნენ გორაკზე, სადაც ყოველწლიურად იმართება ხალხური და აშუღური მუსიკის ფესტივალი.

სომხეთიდან, როგორც თითქმის ყოველ წელს, ფესტივალზე თავისი აშუღური სიმღერის ანსამბლით „საიათ-ნოვა“ ჩამოვიდა სომხეთის რესპუბლიკის სახალხო არტისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი, კომიტასის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი ტოვმას პოღოსიანი.

Jnews - 1

Jnews - 1

Jnews - 1

სოფლის მოსახლეობის წინაშე ცეკვებითა და სიმღერებით წარდგნენ ანსამბლი „ჯავახი“ და კულტურის სახლის აშუღთა სკოლა, რომელსაც აშუღი ალიკ ქსპოიანი ხელმძღვანელობდა. ასევე გამოვიდა ირინა შიფაკციანი.

Jnews - 1

Jnews vertikalno - 1

Jnews - 1

Jnews - 1

წელს სპეციალური სტუმარი იყო კარწახელი წარმოშობის მომღერალი რაფი ალთუნიანი, რომელმაც შეასრულა თავისი ახალი სიმღერა „კარწახ“ და სომხურ-ქართული სიმღერა.

Jnews - 1

Jnews - 1

დამსწრეებს დღესასწაული მიულოცა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატმა, ჰამლეტ მოვსისიანმა.

„ჯივანი სომხებსა და ქართველებს შორის მეგობრობის ერთ-ერთი სიმბოლოა. ძვირფასო მეგობრებო, ჯივანის ბავშვობა ძალიან რთული იყო. ადრეულ ასაკში მან დაკარგა მამა, ხოლო დედამისი, როგორც აშუღის ბიოგრაფიიდან არის ცნობილი, მეზობელ სოფელ დადეშში გათხოვდა. სამი ძმა ბიძის მზრუნველობაში დარჩა.
ჯივანის შესახებ ერთი ისტორია არსებობს. ის მწყემსი იყო, როგორც მისი ასაკის ბავშვების უმეტესობა. სხვები ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ ჯივანის ეს არ აინტერესებდა. მან აიღო ჯოხი, ცხენის კუდიდან თმას აგლიჯა, ხელნაკეთი ინსტრუმენტი გააკეთა, დაუკრა და თავისი შესანიშნავი სიმღერები შექმნა“, – თქვა ჰამლეტ მოვსისიანმა და შეკრებილებს მიულოცა დღესასწაული, რომელიც ყოველწლიურად აღინიშნება კარწახში.

Jnews - 1

ჯივანი დაიბადა სოფელ კარწახში, გლეხის ოჯახში. რვა წლის ასაკში ობოლი დარჩა და ბიძის ოჯახში გაიზარდა. მუსიკალური ხელოვნების საფუძვლები, ქამანჩასა და ვიოლინოზე დაკვრა, ასევე ხალხური სიმღერები მშობლიურ სოფელში ცნობილი ოსტატის, ღარა ღაზარისგან ისწავლა.

1866 წელს, სოფელ კარწახში ჩავიდა ახალგაზრდა აშუღი საზაინი (აღაჯანი). ჯივანი მასთან ერთად თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. აშუღის მუსიკალური მოღვაწეობა იქ დაიწყო და მოგვიანებით ალექსანდრაპოლში (გიუმრი) გაგრძელდა. 1895 წლიდან გარდაცვალებამდე ის თბილისში ცხოვრობდა.

ჯივანის შემოქმედება უფრო მრავალმხრივი და მრავალფეროვანია, ვიდრე მისი თანამედროვეების. ის დაახლოებით 800 ნაწარმოების ავტორია (სხვადასხვა წყაროების მიხედვით – 1000-მდე). ჯივანი კარგად იცნობდა XIX საუკუნის სომხურ ლიტერატურას, რამაც ძლიერი გავლენა მოახდინა მის შემოქმედებაზე. მისი პოეზია გამოირჩევა სომხური ენის განსაკუთრებული სიწმინდით: პოეტი თავს არიდებდა სხვა აშუღებისთვის დამახასიათებელ უცხო ენებიდან, როგორიცაა ფარსი, არაბული ან თურქული, ხშირ სესხებს.

Jnews vertikalno - 1

ჯივანი თავის სიმღერებში აღწერდა სიღარიბეს და უუფლებობას (მაგალითად, ნაწარმოებებში „გლეხის ცხოვრება“, „მუშა“ და სხვა), გმობდა მჩაგვრელებს, ასახავდა სომეხი ხალხის ბრძოლას უცხოელი დამპყრობლების წინააღმდეგ და ადიდებდა ხალხთა ძმობას.

როგორც ყოველ წელს, დღესასწაული ნადიმით დასრულდა.