
საქართველოში საწვავი გაძვირდა – ღირებულების ცვლილება ბენზინგასამართი სადგურების ნაწილზე მიმდინარე კვირას ეტაპობრივად ისახება.
უფრო კონკრეტულად, საწვავის ფასი ზრდა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურების ნაწილში 23 ივნისიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან დღემდე საწვავის ფასები 5-10 თეთრის ფარგლებშია გაზრდილი.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, რა ღირს საწვავი ამჟამად სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
საქართველოში საწვავი გაძვირდა
Gulf (ფასი გაიზარდა 10 თეთრით)
Wissol (გაძვირდა 6-7 თეთრით)
Socar (ღირებულება გაიზარდა 5-10 თეთრით)
Rompetrol (ფასი ჯერჯერობით უცვლელია)
Portal (ფასი ჯერჯერობით არ შეცვლილა)
რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს, ერთი კვირის განმავლობაში როგორც Brent-ის, ასევე WTI-ის ტიპის საწვავზე ფასები თითქმის 10 დოლარით არის შემცირებული. თბილისის დროით 10:00 საათისთვის ერთი ბარელი brent-ის ტიპის საწვავი 68.14 დოლარი ღირს, ამერიკული ნედლი ნავთობის ღირებულება კი 65.64 დოლარია. 22 ივნისს Brent-ის ფასი 77-78 დოლარის ფარგლებში მერყეობდა, ამერიკული ნედლი ნავთობის (WTI) კი 65-66 დოლარის ფარგლებში.
შეგახსენებთ, ბოლო კვირების განმავლობაში ნედლი ნავთობის ფასი გაიზარდა გლობალურ ბაზრებზე. ფასის ზრდის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორი ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე დაპირისპირება იყო. თუმცა როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ დროისთვის საერთაშორისო ბაზრებზე „შავი ოქროს“ ფასი შემცირებულია.
წყარო bpn.ge