
2024 წელს საქართველოში გარდაიცვალა 43,971 ადამიანი, რაც 1,215-ით (2.8%-ით) მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე. ამ მონაცემებს საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახური აქვეყნებს.
მათივე ინფორმაციით, გარდაცვალების ყველაზე გავრცელებული მიზეზებია სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეები, რომლებიც, შესაბამისად, სიკვდილიანობის 41.3%-ს და 13.0%-ს შეადგენს.
„სიკვდილიანობის გამომწვევი მიზეზების პროცენტული განაწილება ძირითადი კლასების მიხედვით განსხვავდება სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. 5 წლამდე ასაკის ბავშვებში ჭარბობს პერინატალურ პერიოდში წარმოქმნილი დარღვევები. 5-39 წლის ასაკის ადამიანებში დომინირებს ტრავმები, მოწამვლა და გარე ფაქტორების სხვადასხვა შედეგები, რადგან ამ ასაკობრივი ჯგუფისთვის შედარებით მაღალია უბედური შემთხვევების ალბათობა. 2024 წელს 40 წელზე უფროსი ასაკის მოსახლეობის გარდაცვალების მიზეზებს შორის ჭარბობს სისხლის მიმოქცევის სისტემის დაავადებები და სიმსივნეები,“ — ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.
6 მიზეზი, თუ რატომ დაფიქსირდა ყველაზე მეტი სიკვდილიანობა საქართველოში 2024 წელს
გარდაცვალების მიზეზები 2024 წელს საქართველოში (რაოდენობრივი მაჩვენებლები):