ივანიშვილის მთავრობა კერძო კომპანიებს ფსიქოტროპული მედიკამენტების იმპორტს სრულად აუკრძალავს. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე ილაპარაკა და პარლამენტს მიმართა, საკაონონმდებლო ცვლილებები მომდევნო კვირაში დაჩქარებული წესით მიიღოს. მისი თქმით, კერძო სუბიექტებს აქვთ ინტერესი, ფსიქოტროპული მედიკამენტების მოხმარება ხელოვნურად წაახალისონ და არავის მისცემენ საშუალებას, “ნარკოტიკული საშუალების რეალიზება საკუთარ ლეგალურ ბიზნესად აქციოს”.
კითხვაზე, ცვლილებების შემდეგ როგორ იყიდის მოქალაქე საჭირო მედიკამენტს, ივანიშვილის პრემიერი პასუხობს, რომ ინიციატივა უკავშირდება მხოლოდ იმპორტს.
“ანუ კერძო სუბიექტების მიერ იმპორტი აიკრძალება, რაც შეეხება რეცეპტის გამოწერას, როგორც აქამდე ხდებოდა, ისე მოხდება, ექიმები იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი და მათ შორის, კერძო კლინიკებიც იქნებიან ამაზე პასუხისმგებელი.
რაც შეეხება სააფთიაქო ქსელს, ვიცით, რომ ეს ქსელი არის კერძო და კერო ქსელის მიერ მოხდება რეალიზაცია, უბრალოდ აქ მთავარი რა არის – იმპორტი აიკრძალება კერძო სუბიექტის მიერ. როდესაც იმპორტიორი არის ერთი კონკრეტული კეძო სუბიექტი, მას აქვს პირდაპირი ინტერესი, რომ მაქსიმალურად გაზარდოს რეალიზაცია, ეს თუ ჩაიკეტება, ამ შემთხვევაში უფრო იოლი გახდება მათ შორის ფიქოტროპული აფთიაქების კონტროლი, რეცეპტის გამოწერის კონტროლი. რა თქმა უნდა, კონტროლის აუცილებლობა დარჩება, აქტუალური იქნება კვლავაც, მაგრამ გამარტივდება ფსიქოტროპული პრეპარატების არადანიშნულებისამებრ გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლა, არსებითად გამარტივდება, როდესაც იმპორტიორს არ ექნება იმის ინტერესი, რომ გაზარდოს საკუთარი კომერციული მოგება ადამიანების მიერ ამ მედიკამენტების ნარკოტიკული დანიშნულებით გამოყენების ხარჯზე” – ამბობს ირაკლი კობახიძე.
გარდა ამისა, ივანიშვილის წარმომადგენლის განცხადებით, კერძო სუბიექტებისთვის ნარკოდამოკიდებულებისთვის ჩანაცვლებითი თერაპიის განხორციელებაც აიკრძალება. პროგრამებს მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებები უზრუნველყოფენ.