24 ივნისს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში მინი-ფეხბურთის ტურნირი გაიმართა, რომელშიც ახალქალაქის მუნიციპალური და არამუნიციპალური დაწესებულებების სამოყვარულო გუნდები მონაწილეობდნენ. შეჯიბრებების შედეგად, პირველი ადგილი მურჯახეთის გუნდმა დაიკავა, მეორე – ვაჩიანის გუნდმა, ხოლო მესამე – სერვის ცენტრის გუნდმა.

პირველ ადგილზე გასულ გუნდს 1000 ლარი და ახალქალაქის რეგიონულ ჩემპიონატში წარმომადგენლობის უფლება გადაეცა. გარდა ამისა, პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს პრიზების სახით თასები გადაეცათ.

333

აღსანიშნავია, რომ მინი-ფეხბურთის ტურნირი ასევე იმართება მთელი საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, უნივერსიტეტების ასოციაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობების ერთობლივი ინიციატივით.

222

„მსგავსი ტურნირები არაერთხელ ჩატარებულა, მაგრამ წელს ის უნივერსიტეტის ასოციაციასთან და მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობით ტარდება. ტურნირის მონაწილეებს მედლები როგორც ჩვენს, ასევე მუნიციპალიტეტის მხრიდან გადაეცემათ. რაც მთავარია, გამარჯვებული გუნდი რეგიონს შემდეგ ტურში წარმოადგენს. თუ ისინი რეგიონულ ტურში გაიმარჯვებენ, გუნდი საქართველოს ჩემპიონატისთვის ითამაშებს“, – განაცხადა ახალქალაქის მერის მოადგილემ მკრტიჩ მღდესიანმა.

444

ახალქალაქის მუნიციპალიტეტში გამართულ ტურნირში 12 გუნდი მონაწილეობდა.

111

ტურნირი ტარდება სლოგანით „არა ნარკოტიკებს“, რაც ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესს და ახალგაზრდების განვითარებას სპორტის საშუალებით.

გევორგ ჯანოიან