
23 ივნისს, თბილისში, საქართველოს რეგიონული ლიგის პირველობის ფარგლებში, „აბული“ ახალქალაქსა და „ვაზისუბანი“ თბილისს შორის მატჩი გაიმართა. შეხვედრა „აბულის“ სასარგებლოდ, 8:0 ანგარიშით დასრულდა.
ამჟამად საფეხბურთო გუნდი „აბული“ რეგიონული ლიგის სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილს იკავებს და ცხრილის სათავეში ასვლას ცდილობს. „აბულის“ შთამბეჭდავი გამარჯვებების მიუხედავად, გუნდი თვის დასაწყისიდან მე-3 ადგილზე რჩება, რადგან მისი კონკურენტებიც იმარჯვებენ.
გუნდის შემდეგი თამაში 1 ივლისს კასპში ახალციხის „სამცხეს“ წინააღმდეგ გაიმართება.
ამჟამად პირველი რაუნდის მატჩები მიმდინარეობს. პირველი რაუნდის ბოლო თამაში 1 ივლისს გაიმართება.მალე გუნდებს ზაფხულის არდადეგები დაიწყება, ჩემპიონატი ზაფხულის ბოლომდე განახლდება. მეორე რაუნდში გუნდს კიდევ 13 მატჩის ჩატარება მოუწევს.