შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გვაცნობებს, რომ ახალქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, გარკვეული პერიოდის განმავლობაში მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებით სარგებლობა შეუძლებელი იქნება.

სააგენტოს ახალქალაქში არსებულ სტრუქტურულ ერთეულში, რომელიც ყოველ პარასკევს მობილური ჯგუფის მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას მომსახურებას უწევს, რემონტი და რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოების გამო, ახალქალაქში სააგენტოს მომსახურებით სარგებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეუძლებელი იქნება.

Jnews-მა შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, როდის დასრულდება სამშენებლო სამუშაოები ან რა სიახლეები იქნება რემონტის შემდეგ. გვიპასუხეს, რომ მსგავსი დეტალური ინფორმაცია ჯერ არ აქვთ.

სააგენტო ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას რეკომენდაციას აძლევს, მომსახურების მისაღებად მიმართონ ახალციხეში,- ბ. ჯაღელის ქუჩა 68 ნომერში მდებარე მომსახურების სააგენტოს.

აღსანიშნავია, რომ იმისათვის, რომ ჯავახეთის მაცხოვრებლებმა შეძლონ შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მომსახურებით სარგებლობა, მომსახურების სააგენტოს მობილური ჯგუფი ახალქალაქში ყოველ პარასკევს ჩადის. და მხოლოდ პარასკევს შეუძლიათ ადგილობრივ მაცხოვრებლებს გადაჭრან ყველა საკითხი, რომელიც დაკავშირებულია უფლებებთან, ავტომობილებთან, მართვის მოწმობებთან, იარაღთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ სხვა მომსახურებასთან. სხვა დღეებში ჯავახეთის მაცხოვრებლები რეგიონულ ცენტრში, კერძოდ- ახალციხეში უნდა წავიდნენ.

ფენია თოროსიან