
სომეხი და ქართველი ტექნოლოგიების სპეციალისტები ამ დღეებში თანამშრომლობის გზებს ეძებენ საქართველოს დედაქალაქში გამართული Global Tech Weekend Tbilisi ღონისძიების ფარგლებში.
საქართველოს ყველაზე მასშტაბურ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე, სომხეთის მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის დელეგაცია წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან ერთად, თბილისში სომხეთის ტექნოლოგიურ გარემოს, ბოლოდროინდელ წარმატებებსა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს წარმოადგენს.
საქართველო და სომხეთი დარწმუნებულები არიან, რომ მეზობელი ქვეყნები წარმოადგენენ დიდ ტექნოლოგიურ პოტენციალს, რომელსაც ერთობლივი რეალიზებით შეუძლია უნიკალური ადგილი დაიკავოს გლობალურ ბაზარზე.
სომხურ-ქართული საწარმოთა ასოციაციის დირექტორის მოადგილემ- ედიტა ღაზარიანმა, განაცხადა, რომ სომხურ-ქართულ ტექნოლოგიურ სექტორში დიდი, გამოუყენებელი პოტენციალია.
„წამყვანი ტექნოლოგიური საწარმოების გაერთიანებაში ჩვენ გვჯერა, რომ რეგიონული ჰაბის შექმნის იდეა რეალურია. სომხეთი და საქართველო პატარა ქვეყნებია, ჩვენ გვჯერა, რომ მნიშვნელოვანია ძალების გაერთიანება, რათა მსოფლიოს კიდევ უფრო კონკურენტუნარიანი და ძლიერი მხარეები წარმოვაჩინოთ. ჩვენ შეგვიძლია საზღვრისპირა ღონისძიებების ორგანიზება, ერთობლივი „ტექნიკური ინფრასტრუქტურის“ შექმნა. ჩვენ აქ დიდი მიზნებით ვართ- ჩვენ გვჯერა, რომ შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სომხურ-ქართულ ტექნოლოგიურ თანამშრომლობას, რაც დიდ გავლენას მოახდენს ჩვენს რეგიონზე.“
მოწინავე ტექნოლოგიების საწარმოთა კავშირის დირექტორის მოადგილემ აღნიშნა ესტონეთისა და ფინეთის წარმატებული გამოცდილება:
ერთობლივად დანერგილი ციფრული X-Road სისტემა უზრუნველყოფს საზღვრისპირა მონაცემთა გაცვლას, რაც ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვის ცხოვრებას აადვილებს.
„ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია შევქმნათ მსგავსი, გაცილებით მასშტაბური პროექტები საქართველოსთან ერთად. სომხეთსა და საქართველოში განსხვავებული საგადასახადო მახასიათებლები და უპირატესობებია. ამ მხრივ, ჩვენ არ უნდა ვეჯიბროთ ერთმანეთს, არამედ უნდა შევავსოთ ერთმანეთი. ეს ცნობიერება მაღალია როგორც სომხურ, ასევე ქართულ მხარეში“.
საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) ვიცე-პრეზიდენტმა, თორნიკე ჯობავამ აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თბილი მეგობრული ურთიერთობები ტექნოლოგიურ სისტემაშიც უნდა აისახოს:
„დღეს ჩვენ ამ თანამშრომლობის საფუძველს ვყრით, რაც საშუალებას მოგვცემს, ერთად ვიმუშაოთ გლობალურ ძალებთან ერთად. დღეს საქართველოს IT სექტორში არაერთი მნიშვნელოვანი კანონი აქვს მიღებული და კიდევ ერთი მუშავდება. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მათი წყალობით სომხური და ქართული სტარტაპები ისარგებლებენ.“
ორ მეზობელს დღეს აქვთ შესაძლებლობა ითანამშრომლონ სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ციფრული სოფლის მეურნეობის სფეროში. სომხეთის ციფრული სოფლის მეურნეობის ინსტიტუტის დამფუძნებელმა დირექტორმა,- ვარდან ურუციანმა, აღნიშნა, რომ მიზანია სოფლის მეურნეობა უფრო პროდუქტიული, ეფექტური, ნაკლებად ძვირი და მომგებიანი გახდეს.
„ამჟამად ვმუშაობთ ხორბლის მოსავლიანობის გაზრდის მოდელის დანერგვაზე, რომელიც ციფრული ტექნოლოგიებისა და ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით გამოავლენს ხორბლის კულტივირებისთვის უფრო შესაფერის ტერიტორიებს. კომპანიის შტაბ-ბინა და ზემოხსენებული საცდელი სამუშაოები შირაქში მდებარეობს, რომელიც საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ესაზღვრება. სამცხე-ჯავახეთს ასევე დიდი სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი აქვს. ვიმედოვნებთ, რომ ერთად გამოვცდით ჩვენს ინოვაციურ იდეებს შირაქისა და სამცხე-ჯავახეთის სოფლის მეურნეობის სექტორის გასაძლიერებლად.“
აგროტექნოლოგიები ასევე პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ურუციანის თქმით, სომხეთი და საქართველო რეგიონულ პლატფორმად უნდა იქცნენ, რათა თავიანთი გადაწყვეტილებები უფრო დიდ, გლობალურ ბაზრებზე წარადგინონ. „ჩვენ თანამშრომლობის გზებს ვეძებთ. აგროსტარტაპებს გლობალურ ბაზარზე შესვლა თანამშრომლობის გზით შეუძლიათ“.
ტექნოლოგიური სექტორი სომხეთის ეკონომიკის ყველაზე დინამიურად მზარდი სექტორია, რომელიც ქვეყნის მომავალად ითვლება.
სომხეთის დელეგაცია მოუწოდებს ქართველ პარტნიორებს, განიხილონ სომხეთი, როგორც პარტნიორი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს მსოფლიოს წამყვან ბაზარზე შესვლაში, სილიკონის ველთან და რეგიონში სომხურ დიასპორასთან უნიკალური კავშირის წყალობით.
სომხეთის IT სექტორი, რომელიც ქვეყნის IT ინდუსტრიის 70 პროცენტზე მეტს წარმოადგენს, სავარაუდოდ, შემდეგ ერევანში ქართული კომპანიების მოწვევას აპირებს DigiTec 2025 გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც რეგიონში ყველაზე მასშტაბურ ტექნოლოგიურ ღონისძიებად იქცა.
წყარო: aliq.ge