ყოფილ სამხედრო დაბაში No15-ში ახალი პარკის მშენებლობა მიმდინარეობს, მშენებლები სამუშაოებს 20 სექტემბრისთვის დაასრულებენ.

ყოფილ სამხედრო დაბა #15-ში პარკის მშენებლობის ორწლიანი პროექტი მრავალსართულიანი და მიმდებარე საცხოვრებელი კორპუსების მაცხოვრებლების წერილობითი მოთხოვნით დაიწყო. წერილში მაცხოვრებლები აღნიშნავდნენ, რომ უზარმაზარი ტერიტორია მიტოვებულ მდგომარეობაში იყო, საქანელები კი საბჭოთა პერიოდის იყო, რის გამოც ბავშვებს სათამაშო ადგილი არ აქვთ. შედეგად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა პარკის პროექტის განსახორციელებლად დაფინანსება მოითხოვა, საკრებულომ კი თანხების გამოყოფა დაამტკიცა.

buhashen - 1

პარკის პროექტის განხორციელების ტენდერი გასული წლის 6 აგვისტოს გამოცხადდა. ამ პროექტის ღირებულება 1,138,507 ლარს შეადგენდა, პროექტი 2 წლის განმავლობაში უნდა განხორციელებულიყო (2024 წელს – 300,000 ლარი, 2025 წელს – 838,507 ლარი). ტენდერში გაიმარჯვა ახალციხის შპს „გზების მშენებლობის დეპარტამენტი No2“-მ 1,104,352 ლარად. სამუშაოები ხელშეკრულების ხელმოწერიდან 190 დღის განმავლობაში უნდა დასრულებულიყო. ხელშეკრულებას ხელი 2024 წლის 9 ოქტომბერს მოეწერა.

buhashen - 1

სატენდერო დოკუმენტაციის საფუძველზე, ამ ტერიტორიაზე დაგეგმილია ველობილიკის, მინი-ფეხბურთის მოედნის, სპორტული მოედნის, ბავშვთა სათამაშო მოედნის, ავტოსადგომის, დასასვენებელ ადგილებში გაზონებით დეკორატიული სკამების, თავშესაფრების, სხვადასხვა საინტერესო მცენარეების და განათების მოწყობა.

buhashen - 1
აღსანიშნავია, რომ ამ ადგილას პარკის ასაშენებლად, რკინის ავტოფარეხები და სხვა უნებართვო ნაგებობები ამოიღეს.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ახალქალაქში 8 პარკი და ბაღი გარემონტდა და აშენდა. ამჟამად, კიდევ 2 მშენებლობის პროცესშია, ხოლო ერთისთვის ტენდერი იმართება.

წაიკითხეთ ასევე:
„მე-15 გოროდოკში“ მომავალი პარკის ტერიტორია ვაგონებისგან გაიწმინდება