მიმდინარე წლის იანვარ-მაისში სატვირთო მანქანების გადაზიდვიდან 69 131 328 ლარი შემოსავალი დაფიქსირდა, რაც თითქმის 30%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. კონსოლიდირებული ბიუჯეტის შემოსავლების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე), 2024 წლის იანვარ-მაისში მისაბმელიანი მანქანების გადაზიდვიდან კი 53 386 776 ლარის შემოსავალი.

შესაბამისად, 2025 წლის პირველი 5 თვის განმავლობაში გზების გამოყენების საფასურიდან ბიუჯეტის შემოსავლები გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 15.7 მილიონი ლარით გაიზარდა.

მიმდინარე ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, 2025 წლის იანვარ-მაისში საქართველოს დერეფანი 197 518 სატვირთო მანქანამ გადაკვეთა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 152 533 იყო. ეს ნიშნავს, რომ წელს ქვეყნის საზღვარი 44 985-ზე მეტმა მისაბმელმა გადაკვეთა.

ინფორმაციისთვის, საქართველოს საზღვარზე ტრანზიტული მისაბმელების მგზავრობის ღირებულება 350 ლარია. ეს ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან ამოქმედდება. აქამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.