NOR Radio-ს ცნობით, ნინოწმინდიშ სოფელ სათხაში მაცხოვრებე თ.ი.-ს დათვი თავს დაესხა. NOR Radio-ს ცნობით, შუახნის კაცი ტყეში იყო, ბატკნები მოსაძოვად ჰყავდა წაყვანილი, ამ დროს დათვმა ბატკნებს თავს დაესხა. მწყემსმა ცხოველების გადარჩენა სცადა, ამ დროს დათვმა ბატკნებს თავი დაანება და მწყემსს თავს დაესხა. რის შედეგად მწყემსმა ხელი დააზიანა.

დაზარალებული ნინოწმინდის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას ცოფის საწინააღმდეგო ნემსი გაუკეთეს. მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და ის უკვე გაწერეს საავადმყოფოდან. ამის შესახებ ნინოწმინდის საავადმყოფოდან აცნობეს NOR-ს.

დათვის თავდასხმის შედეგად დაშავებული მამაკაცი ხალხს შესაბამისი უსაფრთხოების ზომების მიღებისკენ მოუწოდებს.

ასეთმა ინციდენტებმა შესაძლოა მომავალში უარესი შედეგები გამოიწვიოს.