ისრაელში საქართველოს საელჩო იუწყება, რომ დღეს, 19 ივნისს, იმ შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საქართველოს საელჩო მდებარეობს, ჩამოვარდა ჭურვი, თუმცა საელჩოს შენობა არ დაზიანებულა.

„დიპლომატიური წარმომადგენლობა მიჰყვება შესაბამისი სამსახურების მიერ დადგენილ უსაფრთხოების ინსტრუქციებს და განაგრძობს მუშობას“, – აცხადებს საელჩო და მოქალაქეებს მოუწოდებს, დაიცვან ადგილობრივი ხელისუფლების ინსტრუქციები.

„ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩო, ქვეყანაში არსებული უსაფრთხოების გარემოს გათვალისწინებით, განსაკუთრებულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“, – წერს საელჩო.

საელჩო ასევე განმარტავს, რომ განახლებული ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებმა თვალყური უნდა ადევნონ საელჩოს გვერდებს შემდეგ მისამართებზე:

https://israel.mfa.gov.ge/
https://www.facebook.com/GeorgiainIsrael?locale=ka_GE
საჭიროების შემთხვევაში, საელჩო განმარტავს, რომ მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს ნომრებზე:
+972 526 919092
+972 3 609 3206