
2022 წელს წალკაში „ადამანტის“ ხიდი გაიხსნა. მშენებლობა 2 წელი გაგრძელდა და 120 მილიონი ლარი (40 მილიონი აშშ დოლარი) დაჯდა. ბოლო დროს მოსახლეობაში გავრცელდა ხმები, რომ ხიდი დაანგრიეს, რადგან ის ვიზიტორებისთვის საშიშია. იმის გასარკვევად, თუ რამდენად შეესაბამება ეს ჭორები რეალობას, Jnews-მა Kass Lend-ის კომპანიას წერილი მისწერა.
კომპანიამ უპასუხა: „ადამანტის ხიდს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება და ის რაიმე სახის საფრთხეს ვერ შექმნის“.
ამავდროულად, კომპანია აღნიშნავს, რომ მათ ყოველდღიურად ბევრი ვიზიტორი ჰყავთ და პირველი, რასაც ისინი ყურადღებას აქცევენ, უსაფრთხოებაა.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ კას ლენდის ტერიტორიაზე ახალი გასართობი პარკი გაიხსნა, რომელიც დიდ ტერიტორიას მოიცავს და მიზნად ისახავს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე ტურისტების აქტიურად მოზიდვას. პარკის მთავარი სიახლე ერთ-ერთი ყველაზე გრძელი კარტინგის ტრასაა, რომელიც სპეციალურად ბავშვებისა და უფროსებისთვისაა შექმნილი. კარტინგის გარდა, პარკის ერთ-ერთი მთავარი სიახლე 30-მეტრიანი წყლის ატრაქციონია. აღსანიშნავია, რომ ასეთი ზომისა და კონცეფციის ატრაქციონი საქართველოში არასდროს ყოფილა.
ფენია თოროსიან