
რამდენიმე დღის წინ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ განათლების სექტორში ცვლილებები იგეგმება, რაც გავლენას მოახდენს უმაღლეს სასწავლებლებში მიღებაზე. Jnews-მა დაგეგმილი ცვლილებების უფრო დეტალური და კონკრეტული ახსნა-განმარტების მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.
კერძოდ, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში განმარტებულია უმაღლეს სასწავლებლებში მიღების მრავალკომპონენტიანი სისტემა. ის მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (შეფასდება ცოდნა და კოგნიტური უნარები), ასევე აპლიკანტის საშუალო ქულას (GPA) საშუალო სკოლის დონეზე და უმაღლესი სასწავლებლის მიერ განსაზღვრულ დამატებით კრიტერიუმებს.
Jnews-მა მომავალი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, რაზეც პასუხად მოგვწერეს:
„ზოგადად, ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით ცვლილებები იგეგმება და ეს ინფორმაცია ჩვენი სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსდება“.
როდესაც ჰკითხეს, თუ როდის გახდება ხელმისაწვდომი ამ ცვლილებების შესახებ დეტალური ინფორმაცია,- უპასუხეს, რომ ბრძანების გამოცემის შემდეგ შესაბამისი ინფორმაცია გამოქვეყნდება. ცვლილების განსახორციელებლად ჯერ არ არსებობს სკოლა სადაც ამას დატესტავენ.
„თუ ცვლილება განხორციელდება და გამოცდები ჩატარდება, ისინი ყველა სკოლაში ჩატარდება“, – გვაცნობებს სამინისტრო.
ამგვარად, განათლების სექტორში მოსალოდნელია ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც პირდაპირ კავშირში იქნება სკოლის შეფასებებთან და საბოლოო გამოცდებთან.
ფენია თოროსიან