გარემოს ეროვნული სააგენტო საზოგადოებას უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის პირობების შესახებ აფრთხილებს.

მეტეოროლოგების პროგნოზით, 16-17 ივნისს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია ძლიერი წვიმა და ელვა, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში შესაძლებელია სეტყვა. ასევე მოსალოდნელია დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

„მოსალოდნელმა ნალექებმა შეიძლება გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებში წყალდიდობები, ასევე მეწყერებისა და ღვარცოფების გაჩენა- გააქტიურება ბორცვიან და მთიან რაიონებში (საფრთხის დონე- საშუალო)“.