ახალქალაქის მუნიციპალიტეტში ორმოების შეკეთების სამუშაოები უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოების დაწყებიდან ერთ თვეზე მეტი გავიდა, სოფლის გზების ნაწილი კვლავ ცუდ მდგომარეობაშია.

წელს ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა ორმოების შეკეთების სამუშაოების განსახორციელებლად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა, რომელშიც კომპანია „ჯავახ ავტოგზამ“ გაიმარჯვა. კონტრაქტის ღირებულება 1,350,000 ლარია, რომელიც ორი წლის ვადით არის გათვლილი. კონტრაქტის თანახმად, სამუშაოები 2026 წლის 30 ნოემბრამდე უნდა დასრულდეს.

ახალქალაქში ორმოების შევსების სამუშაოები 30 აპრილს დაიწყო, თუმცა მაცხოვრებლებს შორის არსებობს შეშფოთება, რომ მუნიციპალიტეტის რამდენიმე თემი ყურადღების მიღმა რჩება. კერძოდ:

არაგვა-გომანის გზა ასფალტის ნაცვლად მხოლოდ ქვიშით არის ამოვსებული.

333

არაგვა-კოთელიას მონაკვეთზე ორმოების ნაწილობრივი შევსების სამუშაოები ჩატარდა.

1111

კოთელია-ბარალეთის და ბარალეთი-კაჯოს გზებზე საერთოდ არანაირი სამუშაო არ ჩატარებულა.

2222

ამასთან დაკავშირებით, Jnews-ს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსმა- არა მოვსისიანმა აცნობა:

„ამჟამად საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს სწორედ ქალაქ ახალქალაქში. როდესაც დავასრულებთ ქალაქის მონაკვეთების შეკეთებას, ამის შემდეგ დავიწყებთ სოფლების გზების რეაბილიტაციას. რატომ შეწყდა არაგვა-კოტელიას გზის სამუშაოები, ამ კითხვაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ეს საერთაშორისო მნიშვნელობის გზაა.“

Jnews-მა დაუკავშირდა კომპანია „ჯავახავტოგზას“ იმის გასარკვევად, თუ ვინ არის პასუხისმგებელი არაგვა-კოტელიას გზის მონაკვეთზე.

კომპანიიდან განაცხადეს, რომ ბორჯომ-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის მონაკვეთი მათი პასუხისმგებლობის ქვეშაა.

„ამ ტერიტორიაზე უკვე ორმოს შევსების სამუშაოების ვახორციელებთ. ეს სამუშაოები საბოლოოდ დაახლოებით 10 დღეში დასრულდება. ეს ცალკე ტენდერით არ ხორციელდება. ორმოს ამოვსება სამცხე-ჯავახეთის მთელი ტერიტორიისთვის გამოცხადებული ზოგადი ტენდერის ფარგლებში ხორციელდება.“

გევორგ ჯანოიან