ხვალ, 16 ივნისს, საღამოს 5:00 საათზე, ახალქალაქის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება საფეხბურთო მატჩი ახალქალაქის „აბულისა“ და ბორჯომის „ბორჯომი-2“ გუნდებს შორის.

ამჟამად აბული რეგიონალური ლიგის ცხრილში მესამე ადგილზეა და ლიდერობისთვის იბრძვის.

ამჟამად ჩემპიონატის პირველი რაუნდი მიმდინარეობს, ბოლო მატჩი 1 ივლისს არის დაგეგმილი. მეორე რაუნდში აბულს კიდევ 13 შეხვედრა ექნება.