დღეს, 13 ივნისს, საქართველოს სკოლებში სასწავლო პროცესი დასრულდა და ზაფხულის არდადეგები დაიწყო.

ვინაიდან წელს 15 ივნისი კვირა დღეს ემთხვევა, 2024-25 სასწავლო წელი 2 დღით ადრე, 13 ივნისს დასრულდა.

მოსწავლეთა ზაფხულის არდადეგები 15 სექტემბრამდე გაგრძელდება.

ზემოთ აღნიშნული არდადეგების დაწყებისა და დასრულების თარიღები არ ვრცელდება სკოლის მასწავლებლებსა და ადმინისტრაციაზე.

აღსანიშნავია, რომ პირველი და მე-12 კლასელებისთვის სასწავლო პროცესი უფრო ადრე დასრულდა. პირველი კლასელები 27 მაისიდან არიან არდადეგებში, ხოლო მე-12 კლასელები 20 მაისს დაასრულეს სკოლა.

ფენია თოროსიან