ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ახალქალაქის სერვის ცენტრისთვის 117 ლითონის ნაგვის კონტეინერის შესაძენად 167,778 ლარი გამოიყო. შესყიდვას შპს „ორიენტი“ განახორციელებს.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, შეძენილი იქნება 1100 ლიტრიანი ლითონის კონტეინერები შემდეგი პარამეტრებით:

სიგრძე: 1300–1400 მმ

სიმაღლე: 1320–1500 მმ

სიგანე დახურული სახურავით: 950–1100 მმ.

მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვაზე 167,778 ლარს დახარჯავს. შესყიდვის ტენდერში შპს „ორიენტი“ გაიმარჯვა.

ახალქალაქის სერვის ცენტრის დირექტორის,- მხითარ რსტაკიანის თქმით, კონტეინერები იმ სოფლებში დამონტაჟდება, სადაც დამონტაჟების პირობა მისცეს, ასევე რსტაკიანი ამატებს:

„ჩვენ მათ დავამონტაჟებთ სოფელ აზმანში და შემდეგ: პატარა სამსაში, დიდ სამსარში, მოდეგამში, ოლავერდში, ანუ იქ, სადაც საერთოდ არ არის და დავამატებთ იქ, სადაც საკმარისი არ არის. დაზიანების შემთხვევაში, დაახლოებით 20 ერთეულს დავტოვებთ რეზერვში, დანარჩენი კი სოფლებს შორის გადანაწილდება“.

ახალი კონტეინერების დამონტაჟებისა და სოფლების ნაგვის ურნებით სრულად უზრუნველყოფის შემდეგ, მომსახურების ცენტრი მუნიციპალიტეტის ყველა სოფლიდან ნაგვის გატანის საფასურის აკრეფის პროცესს დაიწყებს.

აღსანიშნავია, რომ სულ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მიმდინარე შესყიდვების გათვალისწინებით, მომსახურების ცენტრმა 363 ნაგვის კონტეინერი შეიძინა.