
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ დადეშის მაცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალი წყალსადენის მშენებლობის შემდეგ, მათ სახლებში 24-საათიანი სასმელი წყალი ექნებოდათ, თუმცა რეალობამ მოლოდინი არ გაამართლა და წყალი კვლავ გრაფიკით მიეწოდება.
დადეშის სოფელი ჩვეული ცხოვრებით ცხოვრობს. სოფელში ბევრმა არც კი იცოდა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე ჩატარდება. თუმცა, ისინი დიდ იმედებს არ ამყარებენ არჩევნებზე. სოფლის მაცხოვრებლების თქმით, საკრებულოს დეპუტატი იცის მათი პრობლემების შესახებ, მაგრამ არ აქვს მათი გადაჭრის უფლებამოსილება.
დადეშის მაცხოვრებლების მთავარი პრობლემა ბუნებრივი აირის არარსებობა და სასმელი წყლის არარეგულარული მიწოდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მაცხოვრებლებმა უკვე დაკარგეს გაზმომარაგების ქსელის შეერთების იმედი, მათ 24-საათიანი წყალმომარაგების იმედი მაინც ჰქონდათ.
გასულ წელს საბოლოოდ აშენდა ახალი წყალსადენი, რომელიც დადეშსა და სულდას სასმელ წყალს ამარაგებს. დადეშის მაცხოვრებლებს იმედი ჰქონდათ, რომ ახალი სისტემა მათ 24 საათის განმავლობაში წყლით უზრუნველყოფდა, მაგრამ მათი მოლოდინები არ გამართლდა, წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. თუმცა, ის სუფთა და კარგი ხარისხისაა.
„წყალი ძველებურად მოდის. დაგვპირდნენ, რომ წყალი მუდმივად გვექნებოდა, მაგრამ ისევ გრაფიკით, ქუჩების მიხედვით, ამარაგებენ. ერთ სულ მოსახლეზე 5 ლარს ვიხდით. ახლა ტუმბოს ფულსაც ვიხდით. ამის შესახებ დეპუტატმა იცის. ჩვენ მოგვატყუეს, ჩვენი სოფლის მოსახლეობის 90%-მა არჩევნებში მისცა ხმა“, – ამბობს დადეშის წრთ-ერთი მაცხოვრერებელი, რომელმაც ანონიმურად დარჩენა ისურვა.
როგორც მუნიციპალიტეტმა აღნიშნა, ადგილობრივმა ხელისუფლებამ 24-საათიანი წყალმომარაგების პირობა არ მისცა, თუმცა წყლის ხარისხი და უსაფრთხოება გარანტირებული ჰქონდა. მათი თქმით, ახალი ხაზის ნორმალურად მუშაობის შემთხვევაშიც კი, მოცულობები მაინც არ არის საკმარისი მუდმივი წყალმომარაგებისთვის, რადგან წყლის მუდმივად გადატუმბვა შეუძლებელია.
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი არა მოვსისიანი სიტუაციაზე შემდეგნაირად აკეთებს კომენტარს:
24 საათიანი წყალმომარაგების პირობა არ გვაქვს მიცემული.შეუძლებელია საკმარისი წყლის ამოტუმბვა, რომ ყველასთვის 24 საათის განმავლობაში წყალი იყოს, იმის გათვალისწინებით, რომ ყველას ეზოსა და სახლში ონკანები ყოველთვის ღიაა. ეს საუბრები ყოველთვის მიმდინარეობდა. მოსახლეობას არ ესმის, რომ ონკანები უნდა გამოირთონ. უპირატესობა ის არის, რომ ისინი სუფთა წყალს სვამენ და ზამთარში წყლის ნაკლებობის პრობლემას არ აწყდებიან. მათი წყალმომარაგება სტაბილურია, თუმცა გრაფიკით ხორციელდება. ეს პრობლემა ბევრ სოფელში არსებობს. ბაღის მოსარწყავად სასმელი წყლის გამოყენება არ არის საჭირო“, – ამბობს ის.
მცხოვრები მანუშ მიქაელიანი ჩივის, რომ წყალი მისი ოჯახისთვის ძალიან ძვირია.
„გაზი არ არის, წყალი ისევ გრაფიკით მიეწოდება. ჩემი ოჯახი თვეში 40 ლარს იხდის წყლისთვის“, – ამბობს ის.
„ჩვენ დეპუტატს ყოველდღე ვხედავთ,ამის შესახებ ყველაფერი იცის. ისინი არჩევნებამდე მოდიან და დაპირებებს იძლევიან,- არჩევნების შემდეგ კი ივიწყებენ“, – ამბობს სეირან ანაგულიანი.
გარნიკ აბრამიანი მიიჩნევს, რომ წყალმომარაგების მდგომარეობის გარკვეულწილად გაუმჯობესება შესაძლებელია.
„სოფელში წყალმომარაგების ხაზი უნდა შეიცვალოს. სანამ ამას არ გავაკეთებთ, წყლის პრობლემა არ მოგვარდება. ხაზი გამართულად არ მუშაობს, ის უნდა შეკეთდეს“, – ამბობს ის.
საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები შემოდგომაზე გაიმართება. სოფელი დადეში შედის 52-ე საარჩევნო უბანში და სულდის (51-ე ნომერი), ბოზალის (53-ე ნომერი) და მიასნიკიანის (54-ე ნომერი) სოფლებთან ერთად ქმნის სულდას მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქს (40.18-ე საარჩევნო ოლქი). ამ სოფლების მაცხოვრებლები, მუნიციპალიტეტის დანარჩენ ნაწილთან ერთად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ დეპუტატს და ახალქალაქის მერს აარჩევენ.